„ვებ-გვერდი“ შექმნილია პროექტის „კომუნიკაციისა და ენის დაუფლების ხელშეწყობა ბავშვებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საზაფხულო სკოლისა და საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება, რათა გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანამანათლებლო პოტენციალი. კომუნიკაციური დარღვევების, ენობრივი განვითარებისა და ადრეული წიგნიერების მიმართულებით პროექტის ფარგლებში განხორციელდება: 1. საზაფხულო სკოლა 2. საერთაშორისო კონფერენცია 3. ვორკშოპი ენისა და მეტყველების სფეროში კვლევის მეთოდოლოგიაზე 4. ახალი სასწავლო პროგრამების შექმნა პროექტი საშუალებას მისცემს ამ სფეროში მომუშავე ქართველ სპეციალისტებს და ამ მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს თუ ახალგაზრდა მეცნიერებს გაიზიარონ თანამედროვე, უახლესი გამოცდილება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სფეროში. საზაფხულო სკოლა და საერთაშორისო კონფერენცია ხელს შეუწყობს სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას და შექმნის კომუნიკაციური და ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას. დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდის საშუალებით პერიოდულად შეიტყობთ.