„კომუნიკაციური უნარებისა და ენის დაუფლების ხელშეწყობა ბავშვებში“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული პროექტის “კომუნიკაციისა და ენის დაუფლების ხელშეწყობა ბავშვებში“ ფარგლებში გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას

კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის 26 ივნისსს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იქნებიან:

  • სიმა გერბერი, კუინსის კოლეჯის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით
  • რახელ იიფატი და სარა ზადუნაისკი-ერლიჰი, ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორები, კომუნიკაციური დარღვევების მიმართულებით.

კონფერენციაზე მოხსენების გაკეთების მსურველებმა 2018 წლის 10 ივნისამდე, მოცემულ მისამართზე tamunasaginadze@yahoo.com უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით:

  • ადრეული წიგნიერებისა და ენის დაუფლების მნიშვნელობა ბავშვებში;
  • კომუნიკაციური სირთულეების მქონე ბავშვების სოციალური ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობა;
  • თანამედროვე მეთოდები კომუნიკაციისა და ენობრივი განვითარების კვლევისა და სწავლების მიმართულებით.

მოხსენებები როგორც ბეჭდური, ისე ვიდეო ჩანაწერის სახით დაიდება შემდეგ ვებ-გვერდზე: cla.iliauni.edu.ge

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმნა.