ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულისამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულიპროექტის – „კომუნიკაციისა და ენის დაუფლების ხელშეწყობა ბავშვებში“ – ფარგლებში აცხადებს მსურველთა რეგისტრაციასსაზაფხულო სკოლაში: „ენობრივი განვითარება აუტიზმის მქონე ბავშვებში – გზა ჩართულობიდან ექსპრესიული ენისგანვითარებამდე“.
საზაფხულო სკოლას გაუძღვება ნიუ–იორკის უნივერსიტეტის კუინსის კოლეჯის ლინგვისტიკისა და კომუნიკაციური დარღვევებისმიმართულების პროფესორი სიმა გერბერი, Ph.D., CCC.
საზაფხული სკოლა ჩატარდება 2018 წლის 16-დან 25 ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კურსის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აუტიზმის მქონე ბავშვების ენისა და კომუნიკაციისგანვითარების თავისებურებები. ვიდეომაგალითებზე დაყრდნობით განიხილება ტიპური და აუტიზმის მქონე ბავშვების ენისშეფასების პარადიგმები და შეისწავლიან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციის მოდელებს.
საზაფხულო სკოლა წარიმართება ინგლისურ ენაზე, დამსწრეებს მოეთხოვებათ აქტიური ჩართულობა.
კურსზე დასწრების მსურველებმა სამოტივაციო წერილი და მოკლე ბიოგრაფია 2018 წლის 30 მარტამდე უნდა გამოგზავნონშემდეგ მისამართზე: tamunasaginadze@yahoo.com.
კანდიდატთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის, ასევე ადრეული ჩარევისსფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებს.


